» კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სასტუმროში «

თანამედროვე ტიპის სასტუმრო “New Hotel”- ი მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთით, თბილისის ისტორიულ უბანში. ქალაქის ცენტრიდან სამი კილომეტრის დაშორებით. სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი სტანდარტების მქონე თხუთმეტ ნომერს. ჩვენი პერსონალი მზადაა შეგიქმნათ კომფორტული გარემო ოცდაოთხი საათის განმავლობაში.

რესეფშენი

24 საათიანი რესეფშენი
სეიფი
ბარგის შესანახი ოთახი
დილით გაღვიძების სერვისი
უფასო ავტოსადგომი
პლასტიკური ბარათით გადახდა
ტაქსის სერვისი

ბარბექიუ

სასტუმრო გთავაზობთ მოაწყოთ ბარბექიუ მეგობრებთან ერთად და შეიგრძნოთ ქართული სტუმართმოყვარეობა. ჩვენი სასტუმრო გაძლევთ დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას.

ბარ-რესტორანი

სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარ-რესტორნის მომსახურებით. პროფესიონალი მზარეულები გთავაზობენ საუზმისა და ვახშმის მენიუებს. საშუალება გეძლევათ მიირთვათ როგორც ევროპული ასევე ტრადიციული კერძები, დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის ალკოჰოლური სასმელები და ქართული ღვინოები. უგემრიელესი კერძები და საუკეთესო მომსახურება შეგიქმნით დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.

ოთახები

სასტუმროს თითოეული ოთახი კეთილმოწყობილია ყველა ისეთი თანამედროვე საშუალებებით როგორიცაა: უფასო უკაბელო ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მინი ბარი, თმის საშრობი, ტელეფონი, პირადი მოხმარების ნივთები და კლიმატის ინდივიდუალური კონტროლის სისტემა.